ზოგიერთ ქვეყანაში სასაქონლო ნიშნის რეესტრისათვის შემოღებული დამატებითი რეესტრი. დ. რ-ში შეიტანება ისეთი სასაქონლო ნიშნები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ძირითადი რეესტრის დაცვითუნარიანობის მოთხოვნებს. ასეთი სასაქონლო ნიშნები უნდა აკმაყოფილებდეს მორალის, საზოგადოებრივი ინტერესების საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)