7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

და დე დი დო დრ დუ დღ
დაგ დად დავ დაზ დათ დაი დაკ დამ დან დაპ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაშ დაჩ დაც დაძ დაწ დახ

დამატებითი ფოტოსურათები

სამრეწველო ნიმუშის მოდელზე წარდგენილი ფოტოსურათების (საერთო ხედი, წინხედი, ხედები გვერდიდან, უკანიდან) დამატებითი ხედები ზემოდან და ქვემოდან. მაგ., ფეხსაცმლისათვის – დ. ფ-ზე ფეხსაცმლის და „ტანსაცმლის მხატვრულ-კონსტრუქციული მოდელები წარდგენილი უნდა იქნეს დემონსტრატორზე, რომლის ასაკი და ანთროპომეტრიული მონაცემები (ზომა, სიმაღლე, სისრულე) შეესაბამება ავტორის მიერ ნაკეთობის შექმნის პროცესში ნაგულისხმევს.

ნაკეთობათა კომპლექტის (ნაკრების) დამატებით ფოტოსურათებზე წარდგენილი უნდა იქნეს კომპლექტში შემავალი ნაკეთობები ცალ-ცალკე.

დასაკეცი, დასახური ნაკეთობების ან მაკეტისათვის (ჯიხურები, მაცივრები და ა. შ.

დამატებით უნდა იქნეს წარდგენილი ფოტოსურათები, სადაც ნაკეთობები გადაღებულია გახსნილ, აწყობილ და სხვა მდგომარეობაში. ტრანსფორმირებადი ნაკეთობისათვის (სათამაშო კონსტრუქტორები, სამზარეულო კომბაინები და ა. შ.) დამატებითი ფოტოსურათები აწყობილ მდგომარეობაში.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9