სასაქონლო ნიშნის ერთ-ერთი თვისება. სასაქონლო ნიშნის ინდივიდუალობის დასადგენად გამოიყენება ე. წ. “ნეგატიური” ტესტი, რომელიც შეიცავს შემდეგ კითხვებს:
ასახავს თუ არა შემოთავაზებული სასაქონლო ნიშანი საქონლის ან მომსახურების ინდივიდუალურ ხასიათს ან მათ სამრეწველო ფუნქციებს. შედგება თუ არა შემოთავაზებული სასაქონლო ნიშანი მხოლოდ აღნიშვნების ან მახასიათებლებისაგან რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება ხარისხის, რაოდენობის, დასახული მიზნის, მოცულობის, პროდუქტის წარმოების დროის და მოწოდების, ან მომსახურების შესრულების გამოსახატავად.
შედგება თუ არა შემოთავაზებული სასაქონლო ნიშანი მხოლოდ იმ აღნიშვნებისაგან, რომლებიც გადაიქცნენ მოცემულ ენაზე ან მოცემული ქვეყნის სავაჭრო პრაქტიკაში პროდუქტების და მომსახურების სახეობის (ან დარგის) გამომხატველად.
შეუძლია თუ არა შემოთავაზებულ სასაქონლო ნიშანს სხვა რომელიმე მიზეზის გამო გამოჰყოს (ან არა) ერთი წარმოების პროდუქტი ან მომსახურება კონკურენტთა მასისაგან. თუ ერთ კითხვაზე მაინც იქნება დადებითი პასუხი გაცემული, მაშინ სასაქონლო ნიშანი კარგავს მისთვის დამახასიათებელ ინდივიდუალობას.