7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

და დე დი დო დრ დუ დღ
დაგ დად დავ დაზ დათ დაი დაკ დამ დან დაპ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაშ დაჩ დაც დაძ დაწ დახ

დამცავი სასაქონლო ნიშნები

ისეთი სასაქონლო ნიშნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული გამოყენებისათვის. მათი თვისება. სასაქონლო ნიშნის ინდივიდუალობის დასადგენად გამოიყენება ე. წ. “ნეგატიური” ტესტი, რომელიც შეიცავს შემდეგ კითხვებს:

ასახავს თუ არა შემოთავაზებული სასაქონლო ნიშანი საქონლის ან მომსახურების ინდივიდუალურ ხასიათს ან მათ სამრეწველო ფუნქციებს.

შედგება თუ არა შემოთავაზებული სასაქონლო ნიშანი მხოლოდ აღნიშვნების ან მახასიათებლებისაგან რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება ხარისხის, რაოდენობის, დასახული მიზნის, მოცულობის, პროდუქტის წარმოების დროის და მოწოდების, ან მომსახურების შესრულების გამოსახატავად. შედგება თუ არა შემოთავაზებული სასაქონლო ნიშანი მხოლოდ იმ აღნიშვნებისაგან, რომლებიც გადაიქცნენ მოცემულ ენაზე ან მოცემული ქვეყნის სავაჭრო პრაქტიკაში პროდუქტების და მომსახურების სახეობის (ან დარგის) გამომხატველად.

შეუძლია თუ არა შემოთავაზებულ სასაქონლო ნიშანს სხვა რომელიმე მიზეზის გამო გამოყოს (ან არა) ერთი წარმოების პროდუქტი ან მომსახურება კონკურენტთა მასისაგან.

თუ ერთ კითხვაზე მაინც იქნება დადებითი პასუხი გაცემული, მაშინ სასაქონლო ნიშანი კარგავს მისთვის დამახასიათებელ ინდივიდუალობას.დანიშნულებაა დაიცვას და ბლოკირება გაუკეთოს ძირითად სასაქონლო ნიშანს. ეს სხვადასხვაგვარად მიიღწევა:

ა) ე. წ. დამცავი ზონის” შექმნით, როდესაც სასაქონლო ნიშნის მფლობელი სიტყვის (იმავე ფუძის გამოყენებით) ან გამოსახულებებს (იგივე გრაფიკული იდეის და მისთ.) სხვადასხვა ვარიანტებს იყენებს და არეგისტრირებს მას. მაგ., Plexiglas – Plexigum, Plexidur და ა. შ. ბ) როდესაც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ხდება ძირითად და ახლოს მდგომ (ე. წ. “სარეზერვო”) ნაწარმზე. მაგ., ლუდის სასაქონლო ნიშნის დაცვა სპირტიან და უალკოჰოლო სასმელებზე და სხვ.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9