იმ ნაკეთობის ქვეყანაში შეტანა, რომელიც წარმოადგენს დაპატენტებულ პროდუქტს ან შეიცავს მას. პარიზის კონვენციის მე-5 მუხლის ძალით, პატენტმფლობელის მიერ პატენტის გამცემ ქვეყანაში იმ პროდუქტის შეტანა, რომელიც დამზადებულია კონვენციის წევრ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, არ იწვევს ამ პატენტით მინიჭებული უფლებების დაკარგვას, ამასთან არა აქვს მნიშვნელობა შეტანილი პროდუქტი საპატენტო დაცვით სარგებლობს თუ არა მწარმოებელ ქვეყანაში ან იმ ქვეყანაში, რომლიდანაც შეიტანება.