რეკლამის გაწევის მიზნით გადაჭარბებული ზემოქმედება მომხმარებელზე, რომელიც მიიღწევა მის პირად ცხოვრებაში ჩარევით ან მანიპულირების საშუალებით. დაძალებული რეკლამა წარმოადგენს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს.
მაგ., მიწვევის გარეშე მისვლა, მომაბეზრებელი სატელეფონო ზარები, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ცრუმორწმუნეობის, მიმნდობლობის, შიშის ან მოწყალების, ბავშვის გამოუცდელობის ბოროტად გამოყენება და სხვა ქმედებები.