7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კობ კოდ კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოტ

კომპიუტერული პროგრამის დეკომპილირება

ტექნიკური ხერხი, რომელიც მოიცავს საწყის ტექსტში ობიექტური კოდის გარდაქმნას, კომპიუტერული პროგრამის სტრუქტურებისა და კოდირების შესწავლის მიზნით. პირი, რომელიც მართლზომიერად ფლობს კომპიუტერული პროგრამის ეგზემპლარს, უფლებამოსილია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე მოახდინოს კომპიუტერული პროგრამის დეკომპილირება.

ამ პირს შეუძლია აგრეთვე დაავალოს სხვა პირებს დეკომპილირების განხორციელება იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელია ასეთი პირის მიერ დამოუკიდებლად შექმნილ კომპიუტერულ პროგრამასა და სხვა პროგრამებს შორის ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად, შემდეგი პირობების დაცვით:

ა) თუ ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად საჭირო ინფორმაცია სხვა წყაროებიდან ადრე არ ყოფილა ხელმისაწვდომი ამ პირისათვის.

ბ) აღნიშნული მოქმედებები შემოისაზღვრება დეკომპილირებული პროგრამის იმ ნაწილებით, რომლებიც აუცილებელია «ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად.

გ) დეკომპილირების შედეგად მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ დამოუკიდებლად შემუშავებული კომპიუტერის პროგრამასა და სხვა პროგრამებს შორის ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად.

იგი არ გადაეცემა სხვა პირებს, აგრეთვე არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ახალი კომპიუტერული პროგრამის შესამუშავებლად, რომელიც თავისი სახით არსებითად მსგავსია დეკომპილირებული პროგრამისა, ან სხვა ისეთი მოქმედებების განსახორციელებლად, რომელიც არღვევს საავტორო უფლებას.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9