7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

ბა ბგ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბიბ ბიე ბიზ ბით ბიო ბიპ ბიტ ბიუ

ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ რეპროგრაფიული კვლავწარმოება

თანხმობის გარეშე რეპროგრაფიული გამრავლება დაიშვება: ერთეულ ეგზემპლარად, მართლზომიერად გამოცემული ნაწარმოებებისა დაღუპულ, დაკარგულ, სარგებლობისათვის გამოუსადეგარ ეგზემპლართა შესაცვლელად ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ; წარმოების ეგზემპლარების სხვა ბიბლიოთეკებისათვის გადასაცემად მათი ფონდებიდან დაკარგული, დაღუპული ან სარგებლობისათვის გამოუსადეგარად ქცეული ნაწარმოების ეგზემპლართა შესაცვლელად, თუ ასეთი ეგზემპლარების მიღება ჩვეულებრივ პირობებში სხვა გზით შეუძლებელია; ერთეულ ეგზემპლარად, მართლზომიერად გამოცემული ცალკეული სტატიებისა და სხვა მცირე მოცულობის ნაწარმოებების ან წერილობითი ნაწარმოების მოკლე ნაწყვეტებისა (კომპიუტერული პროგრამების გამოკლებით) ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ, – ფიზიკურ პირთა მოთხოვნით, სასწავლო, სამეცნიერო ან პირადი მიზნებისათვის, ან საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ – მეცადინეობისათვის.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9