7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

ზე ზი ზღ
ზია ზინ

ზიანის ოდენობის განსაზღვრა

ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დარღვევის არსს, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებათა მფლობელისათვის მიყენებულ ქონებრივ და პირად არაქონებრივი ზიანს, აგრეთვე იმ შესაძლო შემოსავალს, რომელიც შეიძლება მიეღო (მაგ., საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელს) ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლებათა ობიექტის მართლზომიერად გამოყენების შედეგად.

ზიანის ოდენობაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ის თანხა, რაც დაიხარჯა სასამართლო პროცესის წარმოებისას, ადვოკატისათვის ჰონორარის გადახდის ჩათვლით.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9