ამ ტერმინით გამოიხატება საგანთა დაპროექტების პროცესისადმი ახალი მიდგომა. დიზაინი განიხილება, როგორც რეაქცია ადამიანის საგნობრივი გარემოს ვიზუალური და ფუნქციური თვისებების სტიქიურ ფორმირებაზე. დიზაინში იგულისხმება მისი ერთ-ერთი დარგი – სამრეწველო ნაწარმის ესთეტიკური თვისებების დაპროექტებაც. დიზაინი გამოიყენება აგრეთვე დაპროექტების შედეგის გამოსახატავად.
უფრო ფართო გაგებით დიზაინი ელემენტთა ნებისმიერი განლაგებაა, რომლებიც შეადგენენ ხელოვნების ნაწარმოებს, აგრეთვე მომავალში შესაქმნელი ნაწარმოებების წინასწარი მონახაზი. სამრეწველო საკუთრებაში დიზაინი გაიგება, როგორც სამრეწველო ნიმუში.