ავტორის, შემსრულებლის პირადი არაქონებრივი უფლება წინააღუდგეს ნაწარმოების დამახინჯებას ან იმგვარ შეცვლას, რამაც შეიძლება შელახოს ავტორის ღირსება, პატივი და რეპუტაცია. ღირსების, პატივისა და რეპუტაციის დაცვის უფლება არის პირადი არაქონებრივი უფლება, იგი ხორციელდება უვადოდ და მემკვიდრეობით არ გადადის.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)