7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

სა სე სვ სი სკ სლ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საყ საშ საც საწ სახ საჯ

საავტორო უფლების ობიექტები

საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენენ ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულების, ავკარგიანობის, ჟანრის, მოცულობის, აგრეთვე მისი გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.

საავტორო უფლების ობიექტებია:

ლიტერატურული ნაწარმოები; დრამატული და მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოები, ქორეოგრაფიის და პანტომიმის ნაწარმოები და სხვა სასცენო ნაწარმოები;

მუსიკალური ნაწარმოებები ტექსტით ან უტექსტოდ; აუდიოვიზუალური ნაწარმოები; ქანდაკების, ფერწერის, გრაფიკის, ლითოგრაფიის ნაწარმოები და სახვითი ხელოვნების სხვა ნაწარმოები, დეკორატიულ-გამოყენებითი და მონუმენტური ხელოვნების ნაწარმოები თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ნაწარმოები; არქიტექტურის, ქალაქმშენებლობისა და საბაღე-საპარკე ხელოვნების ნაწარმოები; ფოტოგრაფიული ნაწარმოები ან ისეთი ნაწარმოები, რომლებიც შექმნილია ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით (ფოტოგრაფიულ ნაწარმოებად არ ჩაითვლება აუდიოვიზუალური ნაწარმოების ცალკე აღებული კადრი);

რუკა, გეგმა, ესკიზი, ილუსტრაცია და მსგავსი სახის სხვა ნაწარმოებები, რომლებიც მიეკუთვნება გეოგრაფიას, ფოტოგრაფიას ან სხვა დარგებს;

გადამუშავებული ნაწარმოები, თარგმანი, მხატვრული ნაწარმოების პწკარედი, ადაპტაცია, მიმოხილვა, ინსცენირება, კომპილაცია, მუსიკალური არანჟირება და მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა სხვაგვარი გადამუშავება;

კრებული (ენციკლოპედია, ანთოლოგია, მონაცემთა ბაზა) და სხვა შედგენილი ნაწარმოებები, რომლებიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით ინტელექტუალური-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენენ.

აგრეთვე კომპიუტერული პროგრამები, მათ შორის ოპერატიული სისტემები. საავტორო უფლების ობიექტებს არ წარმოადგენენ:

ოფიციალური დოკუმენტები; სახელმწიფოსა და ორგანიზაციის სიმბოლოები და ნიშნები: საკანონმდებლო აქტების პროექტები; ინფორმაციული ხასიათის ცნობები მოვლენებისა და ფაქტების შესახებ, ხალხური შემოქმედების ნაწარმოებები და სხვ.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9