ბერნის კონვენციის 11-ე მუხლის შესაბამისად დრამატულ, მუსიკალურ-დრამატულ და მუსიკალურ ნაწარმოებთა ავტორებს აქვთ განსაკუთრებული უფლება ნება დართონ: ნაწარმოების საჯარო შესრულება და საჯარო ჩვენება;
ნაწარმოების დადგმისა და შესრულების ნებისმიერი ფორმით გადაცემა, საყოველთაო გაცნობის მიზნით. ასეთივე უფლებები ეძლევა დრამატული და მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოებების ავტორებს, ორიგინალური (დედანის აზრით) ნაწარმოების დაცვის ვადის დამთავრებამდე, მათ თარგმანზე.