ერთი ობიექტი – “საქპატენტში” შეტანილი განაცხადი უნდა ეხებოდეს სამრეწველო საკუთრების მხოლოდ ერთ ობიექტს. განაცხადი შეიძლება მოიცავდეს:
ა) გამოგონებაზე – ერთმანეთთან ერთი საგამომგონებლო იდეით გაერთიანებულ გამოგონებათა ჯგუფს; ბ) სამრეწველო ნიმუშზე: ერთ ან რამდენიმე ნაკეთობას (ვარიანტს), ნაკეთობათა ნაკრებს (კომპლექტს), თუ ისინი ერთი მხატვრულ-კონსტრუქციული იდეით არიან გაერთიანებულები.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)