ნაწარმოები შეიძლება თავისუფლად იქნეს გამოყენებული ნებისმიერი პირის მიერ საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, როდესაც მასზე გასულია საავტორო უფლების მოქმედების ვადა. ამასთან დაცული უნდა იყოს ავტორობის, სახელის, ნაწარმოების ხელშეუხებლობის, აგრეთვე, ავტორის პატივისა და რეპუტაციის დაცვის უფლებები. იგივე ვრცელდება იმ ნაწარმოებებზე, რომლებიც არ იყო დაცული საქართველოს ტერიტორიაზე.
თავისუფლად გამოყენება შეიძლება აგრეთვე ზოგიერთ სხვა შემთხვევაში, გარკვეული პირობების დაცვით. მაგ., ციტირებისას, ზოგიერთი სახის ილუსტრირებისას ან კვლავწარმოებისას და სხვ.