შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემებისა და მათი ჩანაწერების გამოყენება დასაშვებია შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობისა და მათთვის ჰონორარის გადახდის გარეშე შემდეგ შემთხვევებში.
ა) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემებიდან მოკლე ნაწყვეტების ფორმით ციტირებისას, თუკი ასეთი ციტირება ხორციელდება სამეცნიერო, კვლევითი, პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის იმ მოცულობით, რაც განსაზღვრულია დასახული მიზნით.
ბ) სწავლებისას ან მეცნიერული გამოკვლევებისას მოკლე ნაწყვეტების, ილუსტრაციის სახით იმ მოცულობით, რაც გათვალისწინებულია დასახული მიზნით.
გ) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკლე ნაწყვეტების ჩართვისას მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვაში. დ) სხვა შემთხვევებში რომლებიც დადგენილია მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოების ავტორთა ქონებრივ უფლებათა შეზღუდვებთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, დაშვებულია ფიზიკურ პირთა მიერ შესრულების, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემებისა და მათი ჩანაწერების გამოყენება, აგრეთვე პირადი სარგებლობის მიზნით ფონოგრამებისა და ვიდეოგრამების კვლავწარმოება შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის, მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობის გარეშე, ოღონდ გასამრჯელოს გადახდის პირობით.