7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

ფა ფე ფი ფო ფრ ფს ფუ
ფოლ ფონ ფორ ფოტ

ფონოგრამით მოკლევადიანი სარგებლობის უფლება

საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს შემსრულებლის, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობის გარეშე განახორციელოს შესრულებისა და გადაცემის მოკლევადიანი სარგებლობისათვის ჩაწერა და ასეთი ჩანაწერის კვლავწარმოება შემდეგი პირობების არსებობისას:

ა) საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ წინასწარი თანხმობის მიღება იმ შემსრულებლის ან გადაცემის გადაცემაზე, რომელთან დაკავშირებითაც ხორციელდება ჩაწერა ან ასეთი ჩანაწერის კვლავწარმოება მოკლევადიანი სარგებლობისათვის.

ბ) საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ მოკლევადიანი ჩანაწერის დამზადება და მისი კვლავწარმოება საკუთარ მოწყობილობათა მეშვეობით და საკუთარი გადაცემისათვის.

გ) ასეთი ჩანაწერის განადგურება იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების ნაწარმოებთა მოკლევადიან ჩანაწერებთან დაკავშირებით.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9