მოგების მიღების მიზნით გამოცემული ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და ასეთ ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი შემსრულებლის თანხმობის გარეშე, ოღონდ ჰონორარის გადახდით დაშვებულია: ფონოგრამის ან ვიდეოგრამის საჯარო შესრულება; ფონოგრამის ეთერში გადაცემა; ფონოგრამის ან ვიდეოგრამის კაბელით გადაცემა.
ჰონორარის შეგროვება, განაწილება, გადახდა, მისი ოდენობა და სხვა პირობები ხორციელდება იმ ორგანიზაციებიდან ერთ-ერთის მიერ, რომლებიც მართავენ ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და შემსრულებლის უფლებებს კოლექტიურ საფუძველზე ამ ორგანიზაციათა შორის შეთანხმების მიხედვით.