7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

ფა ფე ფი ფო ფრ ფს ფუ
ფოლ ფონ ფორ ფოტ

ფონოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები

ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებელს ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს ფონოგრამა ან ვიდეოგრამა ნებისმიერი ფორმით, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ყოველგვარი გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით.

ფონოგრამის ან” ვიდეოგრამის დამამზადებელს უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს:

I. ფონოგრამის ან ვიდეოგრამის კვლავწარმოება.

2. ფონოგრამის ან ვიდეოგრამის გადაკეთება ან ნებისმიერი სხვა საშუალებით გადამუშავება.

3. ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლართა გავრცელება ნებისმიერი საშუალებით (გაყიდვა, გაქირავება და ა. შ.).

4. ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლართა იმპორტირება გავრცელების მიზნით, იმ ეგზემპლართა ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ამ ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის თანხმობით.

გარდა ამისა ფონოგრამის ან გიდეოგრამის ეგზემპლართა გაქირავებით გავრცელების უფლება ეკუთვნის ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებელს ამ ეგზემპლარებზე საკუთრების უფლებისაგან დამოუკიდებლად, ხოლო თუ მართლზომიერად გამოქვეყნებული ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლარები იყიდება, მაშინ დაშვებულია მათი შემდგომი გავრცელება ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9