ფონოგრამისა და ვიდეოგრამის დამამზადებლის უფლებები მოქმედებს 50 წლის განმავლობაში ფონოგრამისა და ვიდეოგრამის პირველად გამოქვეყნებიდან ან მისი პირველი ჩაწერიდან, თუ ამ ვადაში ფონოგრამა ან ვიდეოგრამა გამოქვეყნებული არ ყოფილა.
ვადის გამოანგარიშება იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის 1 იანვრიდან, როდესაც ადგილი ჰქონდა იურიდიულ ფაქტს, რომელიც აღნიშნული ვადის ათვლის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა.