საავტორო უფლება იმ ნაწარმოებზე, რომელიც ერთობლივი შემოქმედებითი შრომის შედეგად შექმნა ორმა ან მეტმა პირმა, ერთობლივად ეკუთვნის თანაავტორებს, იმის მიუხედავად, ეს ნაწარმოები ერთ განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენს, თუ შედგება ნაწილებისაგან, რომელთაგან თითოეულს აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა, თანაავტორებს შორის ურთიერთობა შეიძლება განისაზღვროს მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.
არც ერთ თანაავტორს არა აქვს უფლება აკრძალოს ასეთი ნაწარმოების გამოყენება საამისო საკმაო საფუძვლების არსებობის გარეშე. თანაავტორებს შეუძლიათ გამოაქვეყნონ ნაწარმოები ერთობლივი, საზიარო ფსევდონიმით. ყოველ თანაავტორს უფლება აქვს გამოიყენოს ნაწარმოების ის ნაწილი, რომელიც მის მიერ არის შექმნილი და რომელსაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, თუ მათ შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.