7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

თა თე
თაბ თავ თან თარ

თანამშრომლობა განვითარების მიზნით

ისმოს საქმიანობის მნიშვნელოვანი მხარე, რომელიც ეხება განვითარებადი ქვეყნების დახმარებას. ეს თანამშრომლობა ეხება როგორც სამრეწველო საკუთრებას, ასევე საავტორო სამართალს. დახმარება ვითარდება შემდეგი მიმართულებებით:

I.სამრეწველო საკუთრების დარგში:

ა) სპეციალისტთა და მოსამსახურეთა მომზადება, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე კერძო წარმოებებისა და ფირმებისათვის; ბ) სამრეწველო საკუთრების კანონმდებლობის დამუშავების ან გადამუშავების პროცესში იურიდიული კონსულტაციებისა და სხვა დახმარების აღმოჩენა;

გ) სამრეწველო საკუთრების დაცვის სააგენტოების ან უწყებების შექმნა ან გაძლიერება;

დ) საინოვაციო და საგამომგონებლო საქმიანობისადმი ხელშეწყობა; ე) საპატენტო დოკუმენტაციებში ასახული ტექნიკური ინფორმაციის გამოყენება.

2. საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარგში:

ა) განვითარებად ქვეყნებში ინტელექტუალური შემოქმედების – ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების წახალისება;

ბ) ისმოს კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც ისმოს დამფუძნებელი კონვენციითაა განსაზღვრული, პატიოსანი და მიზანშეწონილი პირობებით ლიტერატურის, მეცნიერების და ხელოვნების ქმნილებათა გავრცელება;

გ) განვითარებად ქვეყნებში საავტორო უფლებათა და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონმდებლობის შექმნისა და სრულყოფის ხელშეწყობა.

გარდა ამისა, ისმო აქვეყნებს მიმოხილვებს, სახელმძღვანელოებს, ტერმინთა გლოსარიუმებს, აწესებს სტიპენდიებს განვითარებადი ქვეყნების პედაგოგებისათვის და სხვ.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9