არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ერთ-ერთი სახე. ადამიანის გონებაში პიროვნების, ორგანიზაციის ავტორის, ფირმის, სასაქონლო ნიშნების და ა. შ. ღირსებათა და ნაკლოვანებათა შესახებ შექმნილი საერთო აზრი, შეხედულება. რ. წარმოადგენს რეკლამის ერთ-ერთ ამოცანას ხელსაყრელი შთაბეჭდილების შესაქმნელად ან არახელსაყრელი შთაბეჭდილების გასაუმჯობესებლად.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)