ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ობიექტი, როგორსაც წარმოადგენს მატერიალურ მატარებელზე დაფიქსირებული ინტეგრალური მიკროსქემების ელემენტების ერთობლიობის გეომეტრიულ-სივრცული განლაგება და მათ შორის კავშირები.
ი. მ. ტ. დაცვა ხორციელდება მხოლოდ ორიგინალური ტოპოლოგიისათვის სპეციალური კანონმდებლობის საშუალებით. ი. მ. ტ. მოკლედ აღინიშნება სიტყვით – ტოპოლოგია. საქართველოში ჯერჯერობით ი. მ. ტოპოლოგიის დაცვა არ ხორციელდება.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)