ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგიის დაცვა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი წარმოადგენს ორიგინალურ ტოპოლოგიას. ტოპოლოგია არ დაიცვება იმ შემთხვევაში თუ იგი წარმოადგენს: ა) შემმუშავებელთა და დამამზადებელთათვის საყოველთაოდ ცნობილ ელემენტების ერთობლიობას ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგიის შექმნის თარიღისათვის.
ტტ. დ. ამ თარიღისათვის ხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა იგი შეიცავს მათთვის საყოველთაოდ ცნობილ ელემენტებს და ამ ელემენტების ერთობლიობა აკმაყოფილებს ტოპოლოგიის ორიგინალობის მოთხოვნას.
ბ) იდეას, ხერხს, სისტემას, ტექნოლოგიას ან კოდირებულ ინფორმაციას, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ტოპოლოგიაში.
საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ტ. დ. შეიძლება განხორციელდეს რეგისტრაციის საშუალებით და სპეციალურ რეესტრში შეტანით, პატენტის ან მოწმობის გაცემით ან სხვა გზით. დაცვა არ უნდა აღემატებოდეს 8 წელს. საქართველოში ჯერ-ჯერობით ამგვარი დაცვა არ ხორციელდება, შესაბამისი ნორმატიული აქტების არარსებობის გამო.