7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

ია იგ იდ იე იზ იკ ილ იმ ინ ის იუ იძ იჯ
ისი ისმ ისტ

ისმოს გენერალური ასამბლეა

ისმოს უმაღლესი ორგანო.

იგი ნიშნავს გენერალურ დირექტორს მას შემდეგ, რაც შესაბამის კანდიდატურას წამოაყენებს საკოორდინაციო კომიტეტი;

იხილავს და ამტკიცებს საკოორდინაციო კომიტეტის საქმიანობას, აგრეთვე გენერალური დირექტორის მოხსენებას ისმოს შესახებ;

იღებს ისმოს ფინანსური საქმიანობის წესებს და ისმოს კავშირების საერთო დანახარჯების ორწლიან ბიუჯეტს;

ამტკიცებს გენერალური დირექტორის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს, რომელიც ეხება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ხელშემწყობ საერთაშორისო შეთანხმებათა გამოყენებას;

განსაზღვრავს სამდივნოს სამუშაო ენებსგაეროს პრაქტიკის გათვალისწინებით;

განსაზღვრავს იმას, თუ ისმოს რომელი არაწევრი ქვეყნები და სამთავრობათშორისო ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები შეიძლება დაშვებულ იქნენ სხდომებზე დამკვირვებლის სტატუსით.

გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობას იღებენ ისმოს წევრი ყველა ქვეყნები, აგრეთვე ისმოს რომელიმე კავშირის წევრი ქვეყნები.

ასამბლეა განაგებს ყველა საკითხებს, რომლებიც ეხება ისმოს კავშირების შენარჩუნებასა და კონვენციების რეალიზებას. კერძოდ. ასამბლეა იძლევა მითითებებს კონვენციების გადასინჯვის საკითხებზე, კონფერენციების მომზადების თაობაზე და სხვ.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9