ისმოს კონფერენციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) კონფერენცია გამოდის, როგორც ისმოს წევრი ქვეყნების ფორუმი, სადაც ხდება ინტელექტუალურ, საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფოთა შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მას აგრეთვე შეუძლია ამ საკითხებზე რეკომენდაციების შემოთავაზებაც, ისმოს კავშირების კომპეტენციებისა და ავტონომიურობის გათვალისწინებით.
ბ) კონფერენცია არის ორგანო, რომელიც ამტკიცებს ორწლიან პროგრამას განვითარებადი ქვეყნებისათვის – “თანამშრომლობა განვითარების მიზნით”.