ისმოს და მისი კავშირების სამდივნო გენერალური დირექტორის მეთაურობით. ისმოს საერთაშორისო ბიურო წყვეტს ყველა იმ ადმინისტრაციულ ამოცანებს, რომლებიც ისმოს კავშირებს ეხება და ასრულებს მათი სხვადასხვა ორგანოების სამდივნოს ფუნქციებსაც.
მის ფუნქციებში შედის, მაგ., სხდომების მომზადება, რაც გამოიხატება სამუშაო დოკუმენტებისა და ანგარიშების შედგენით, სხდომის გადაწყვეტილებების დროული დაგზავნა დაინტერესებული პირებისადმი, არსებული პროექტების რეალიზება და ახალი პროექტების შეთავაზება, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ ყველა შესაძლო ინფორმაციის ცენტრალიზება.
საერთაშორისო ბიურო უზრუნველყოფს ოთხი საერთაშორისო რეგისტრაციის სამსახურის ფუნქციონირებას:
პატენტების, სასაქონლო ნიშნების, სამრეწველო ნიმუშებისა და ადგილწარმოშობის დასახელების სფეროში.