ისმოს დამფუძნებელი კონვენციით დადგენილია, რომ ამ ორგანიზაციის წევრად გახდომა შეუძლია ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ ითვლება ისმოს არცერთი კავშირის წევრად, მაგრამ არის გაეროს ან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრი, ანდა გამოდის ერთ-ერთი იმ მხარის როლში, რომელმაც ხელი მოაწერა საერთაშორისო სასამართლოს სტატუტზე, ან ისმოს გენერალური ასამბლეის მიერ გაეგზავნა მოწვევა წევრად გახდომის შესახებ.
სახელმწიფომ ისმოს წევრად გახდომისათვის, გენერალურ დირექტორს ქ. ჟენევაში შესანახად უნდა ჩააბაროს სარატიფიკაციო სიგელი ან აქტი კონვენციისადმი მიერთების შესახებ.
პარიზის ან ბერნის კონვენციის მონაწილე ქვეყნები შეიძლება გახდნენ ისმოს წევრები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ადმინისტრაციული დებულებებით მაინც დაკავშირებული არიან სტოკჰოლმის აქტთან (1967 წ.), პარიზის კონვენციის, სტოკჰოლმის ან პარიზის (1971 წ.წ.), ბერნის კონვენციის აქტებთან.