იძულებითი ლიცენზიის ნაირსახეობა, რომელიც გაიცემა მხოლოდ კომპეტენტური სამინისტროს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნით, თუ იგი დაასაბუთებს ეროვნული თავდაცვის, ჯანმრთელობის დაცვის ან ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებისათვის პატენტის გამოყენების აუცილებლობას.
ოფიციალურ ლიცენზიას გასცემს “საქპატენტი”, პატენტის გაცემიდან 4 წლის შემდეგ ნებისმიერი პირის მოთხოვნით, ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის გათვალისწინებით.
კერძოდ, გამოიყენებოდა თუ არა პატენტის ობიექტი საქართველოს ტერიტორიაზე ან თუ გამოიყენებოდა იგი საკმარისად. მისი გაცემა შეიძლება გადაიდოს 1 წლამდე ვადით, იმ პირობით, რომ პატენტმფლობელი იკისრებს საკუთარი წარმოებით დააკმაყოფილოს სახელმწიფოსა და საზოგადოების მოთხოვნილება.
ოფიციალური ლიცენზიის გაცემის პროცედურის ყველა ეტაპზე დაცული უნდა იქნეს სალიცენზიო საგნის საიდუმლოება.