პატენტმფლობელის ნებართვის გარეშე დაპატენტებული ობიექტის გამოყენების უფლება, გარკვეულ, მკვეთრად გამოხატულ პირობებში. იძულებითი ლიცენზია შეიძლება გაცემულ იქნეს, თუ პატენტმფლობელს არ სურს შეასრულოს თავისი ვალდებულებები პატენტის გამოყენების თვალსაზრისით იმ შემთხვევაში, თუ დაპატენტებული გამოგონება არასაკმარისად არის გამოყენებული ან არ იყენებენ საქართველოს ტერიტორიაზე. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს უფლება აქვს მოითხოვოს ნებისმიერთ“ პატენტის იძულებითი ლიცენზირება.
ი. ლ. გაიცემა პატენტის გაცემის თარიღიდან 4 წლის შემდეგ ნებისმიერი პირის მოთხოვნითა და კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით.
ი. ლ-ის გაცემის პირობები რეგულირებულია საპატენტო კანონმდებლობაში და ის გაიცემა მხოლოდ ფარდი ანაზღაურების პირობით.
ი. ლ. არის მხოლოდ მარტივი. იძულებითი ლიცენზია გაიცემა, თუ:
ა) მოთხოვნილება დაპატენტებული გამოგონების გამოყენებაზე არ კმაყოფილდება.
ბ) გამოგონების გამოყენება ფერხდება და დამოკიდებულია ადრე გაცემული მოქმედი პატენტისაგან.
გ) პატენტმფლობელი ნებაყოფლობით არ იძლევა ლიცენზიას სამართლიანი პირობებით. ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, იმ პატენტების მიმართ, რომლებიც გაცემულია ფარმაცევტულ პრეპარატებზე, ამ პრეპარატების მიღების ხერხზე, შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულებითი ლიცენზირების რეჟიმი იმ შემთხვევაში, თუ ეს პრეპარატები მომხმარებელს მიეწოდება არასაკმარისად, დაბალი ხარისხით ან გაუმართლებლად მაღალ ფასებში, ხოლო მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ხერხების, აგრეთვე საშუალებების გამოუყენებლობა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
ი. ლ. განსაზღვრულია, როგორც პარიზის, ასევე ბერნის კონვენციით, მათ შორის მუსიკალური ნაწარმოების ჩაწერაზე, რადიო და ტელეგადაცემაზე.
საავტორო სამართლის მსოფლიო კონვენციით ი. ლ. გაიცემა წერილობითი ნაწარმოების ქვეყნის მთავარ ენაზე თარგმნისათვის, თუ 7 წელია გასული ნაწარმოების პირველი გამოქვეყნებიდან, იმ პირობით, რომ ამ ხნის განმავლობაში აღნიშნული ნაწარმოები არ გამოცემულა.
ი. ლ. გაიცემა აგრეთვე სხვა შემთხვევებში (უწყვეტი სასწავლო პროცესის მიზნით; განვითარებადი ქვეყნებისათვის და სხვ.), ავტორისათვის შესაბამისი ანაზღაურების პირობით.