7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაკ კალ კამ კან კაპ კარ კატ კაფ

კანონი საავტორო სამართლის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნაწილი, რომელიც იცავს და აწესრიგებს საავტორო ურთიერთობებს, ეყრდნობა ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა დაცვის ბერნის კონვენციას და ვრცელდება:

ა) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე, რომლებზედაც საავტორო ან მომიჯნავე უფლებათა მფლობელია საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე პირველად გამოცემულ მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, ფონოგრამებსა და ვიდეოგრამებზე.

გ) შესრულებაზე, რომელიც პირველად განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე.

შესრულებაზე, რომელიც ჩაწერილია ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე "ბ" პუნქტის შესაბამისად. შესრულებაზე, რომელიც არ არის ჩაწერილი ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე, მაგრამ ჩართულია მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემაში "დ" პუნქტის შესაბამისად.

დ) მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემებზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არიან იურიდიული პირები და გადაცემებს ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გადამცემების მეშვეობით.

ე) არქიტექტურის ნაწარმოებებზე, რომლებიც განლაგებულია საქართველოს ტერიტორიაზე, მიუხედავად მათი ავტორების მოქალაქეობისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა.

ვ) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე, მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემებზე, რომლებიც დაცულია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მიხედვით, რომლის მონაწილეც საქართველოა.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9