პირი რომელიც ცოცხალი იყო მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. ასეთ პირებს წარმოადგენენ:
პირველ რიგში – შვილები, მისი სიკვდილის შემდგომ დაბადებული შვილი, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები), ნაშვილები, შვილიშვილები და მათი შემდგომი თაობა, მშვილებლები;
შეორე რიგში – დები, ძმები და მათი შვილები;
მესამე რიგში – ბებია და პაპა, ბებიისა და პაპის დედ-მამა როგორც დედის, ისე მამის მხრიდან;
მეოთხე რიგში – ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები;
მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები.