კინემატოგრაფიული ნაწარმოების გახმოვანება, სიტყვის, სიმღერის, მუსიკისა და სხვა ხმოვანი ეფექტების ჩათვლით. სხვა ენაზე ჩაწერა ფირის ახალ ხაზზე.
ბერნის კონვენციის თანახმად კინემატოგრაფიული ნაწარმოების შექმნაში მონაწილე ავტორებს არა აქვთ უფლება წინ აღუდგნენ ნაწარმოების ტექსტის დუბლირებას, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო შინაარსის დებულება.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)