ქმედება, რომლის მიზანია – დააჯეროს მომხმარებელი იმაში, რომ თითქოს მან იყიდა კანონიერად ნიშანდებული პროდუქტი. მოტყუება, რომელიც კომერციულ სიყალბეში დევს, ზიანს აყენებს როგორც მწარმოებელს, ასევე მომხმარებელსაც.
კომერციული სიყალბე არის არა მარტო რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენება, არამედ საავტორო და საპატენტო უფლებების დარღვევაც. პარიზის კონვენცია შეიცავს სამ სპეციალურ მუხლს, რომლებიც ეხება კომერციულ გაყალბებას:
მუხლი 6 კრძალავს შეცდომაში შემყვანი სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასა და გამოყენებას; მუხლი 9 კრძალავს უკანონო სასაქონლო ნიშნებიანი პროდუქტების შემოტანას და იძლევა მათი კონფისკაციის უფლებას, მუხლი 10 უზრუნველყოფს დაცვას არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან.