სახელი, რომლითაც კომერსანტი აწარმოებს თავის სავაჭრო საქმიანობას. როგორც წესი, კომერციული აღნიშვნა არ ემთხვევა საფირმო სახელწოდებას, მაგ., IBM არის კომერციული დასახელება, ხოლო საწარმოს საფირმო სახელწოდება კი International Business Machines კომერციული აღნიშვნისათვის არ მოითხოვება სპეციალური რეგისტრაცია. მასზე განსაკუთრებული უფლებები შეიძლება განხორციელდეს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვების ანალოგიით.
Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)