კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის ერთი ან მეტი ეგზემპლარის დამზადება ნებისმიერი მატერიალური ფორმით, აგრეთვე მათი ჩაწერა კომპიუტერის მეხსიერებაში. პირი რომელიც მართლზომიერად ფლობს კომპიუტერულ პროგრამას ან მონაცემთა ბაზის ეგზემპლარს, ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე უფლებამოსილია:
ა)შეიტანოს კომპიუტერულ პროგრამაში ან მონაცემთა ბაზაში ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია მომხმარებლის ჯექნიკურ საშუალებათა ფუნქციონირებისათვის, ასევე განახორციელოს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის ფუნქციონირებასთან და კავშირებული ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ჩაწერა და კომპიუტერის მეხსიერებაში შენახვა (ერთი კომპიუტერის ან ქსელის ერთი მომხმარებლისათვის), აგრეთვე აშკარა შეცდომების გასწორება, თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ბ) დაამზადოს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის სარეზერვო ეგზემპლარი იმ პირობით, რომ ეს ეგზემპლარი განკუთვნილია მხოლოდ საარქივო მიზნებისათვის და მართლზომიერი მფლობელის დაკარგული, განადგურებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ეგზემპლარის შესაცვლელად.
სხვა მიზნებისათვის სარეზერვო ეგზემპლარის გამოყენება არ შეიძლება და იგი მოსპობილი უნდა იქნეს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის მფლობელობის უფლების შეწყვეტისთანავე.