სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კონვენციის წევრი-ქვეყნების განმცხადებელთათვის გათვალისწინებული შეღავათი - “უფლება პრიორიტეტზე”, რომლის დადგენა ხდება კონვენციის მონაწილე რომელიმე ქვეყანაში სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე შეტანილი პირველი, სწორად გაფორმებული განაცხადის თარიღით, იმ პირობით, რომ განაცხადი, რომელზეც მოითხოვება საკონვენციო პრიორიტეტი, შეტანილია კონვენციის მონაწილე სხვა ქვეყანაში კონვენციით განსაზღვრულ ვადაში.
ეს ვადებია:
გამოგონებაზე და სასარგებლო მოდელზე 12 თვე, სასაქონლო ნიშანზე და სამრეწველო ნიმუშზე 6 თვე.
თუ პრიორიტეტი მოითხოვება ორ ან მეტ განაცხადზე, მაშინ პრიორიტეტის თარილი განისაზლვრება უფრო ადრინდელი განაცხადის თარიღიდან. განმცხადებელმა, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით, ამის შესახებ უნდა მიუთითოს საპატენტო უწყებაში განაცხადის შეტანისას და თან დაურთოს დამადასტურებელი დოკუმენტი ან წარადგინოს იგი “საქპატენტში” განაცხადის შეტანიდან სამი თვის ვადაში.