პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გზით იყენებს გამოგონებას, სამრეწველო ნიმუშს, სასარგებლო მოდელს, სასაქონლო ნიშანს ან საავტორო სამართლის რომელიმე ობიექტს, რის გამოც ირღვევა ავტორის (პატენტმფლობელის) უფლებები.
კონტრაფაქტორი, რომელიც არასანქცირებულად ამზადებს დაპატენტებულ გამოგონებას,იყენებს და შემოაქვს იგი სამოქალაქო ბრუნვაში ან სხვაგვარად სარგებლობს ამ გამოგონებით, პასუხს აგებს ფულადი ჯარიმით და ზიანის მიყენების ანაზღაურებით, დამრღვევი მოქმედების აკრძალვით. მოქალაქის მიერ ზემოთ აღნიშნულ დარღვევათა განზრახ ჩადენას შეიძლება მოჰყვეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
არაკეთილსინდისიერი მოპასუხის მიმართ სარჩელის წარდგენაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. სასამართლოს უფლება აქვს დააკისროს კონტრაფაქტორს თავისი გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნება.
კონტრაფაქტორი, რომელიც იყენებს დაპატენტებულ ობიექტს პატენტმფლობელის უფლების დარღვევით, ვალდებულია პატენტმფლობელის მოთხოვნით შეწყვიტოს ამ ობიექტის გამოყენება და აანაზღაუროს ზიანი.