გამოგონების, სამრეწველო ნიმუშის, სასარგებლო მოდელის, სასაქონლო ნიშნის ან საავტორო და მომიჯნავე უფლების რომელიმე ობიექტის არაკანონიერი გამოყენება კომერციული მიზნებისათვის (მაგ. ცალკეული ფირმის მიერ თავის სასაქონლო ნიშანში სხვა ფირმების სასაქონლო ნიშნის გამოყენება, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიზნით).
ინტელექტუალური საკუთრების რომელიმე ობიექტის მფლობელის უფლებების ნებისმიერი ხელყოფა წარმოადგენს კონტრაფაქციას და იწვევს მისი ჩამდენის პასუხისმგებლობას.
კონტრაფაქციაზე სარჩელის წარდგენის უფლება აქვს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის მფლობელს ან სხვა უფლებამონაცვლე პირს.