სასამართლოს 146 გადაწყვეტილება ნაწარმოების ან ფონოგრამებისა და ვიდეოგრამების კონტრაფაქციული ეგზემპლარების, აგრეთვე მათი კვლავწარმოებისათვის საჭირო მასალებისა და მოწყობილობების, სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული პროდუქციის ჩამორთმევის შესახებ. ნაწარმოების ან ფონოგრამისა და ვიდეოგრამის კონტრაფაქციული ეგზემპლარები შეიძლება გადაეცეს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელს მისივე თხოვნით.
ის კონტრაფაქციული ეგზემპლარები, რომლებიც არ იქნა გამოთხოვილი საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელის მიერ, აგრეთვე მათი კვლავწარმოებისათვის საჭირო მასალები და მოწყობილობები, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით ექვემდებარება განადგურებას. ჩამორთმევას არ ექვემდებარება მესამე პირების მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი ნაწარმოების ან ფონოგრამისა და ვიდეოგრამის კონტრაფაქციული ეგზემპლარები. ანალოგიურად ხდება სამრეწველო საკუთრების ობიექტის კონტრაფაქციური ეგზემპლარების ჩამორთმევა.