კონტრაფაქციურად ჩაითვლება იმ ნაწარმოებების, ფონოგრამებისა და გიდეოგრამების ეგზემპლარები, რომელთა დამზადებაც ან გავრცელებაც იწვევს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევას.
კონტრაფაქციურია ასევე, იმ ნაწარმოებების, ფონოგრამების ან ვიდეოგრამების ეგზემპლარები რომლებიც დაცულია საქართველოში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით და რომლებიც საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების თანხმობის გარეშე იმპორტირებულია საქართველოში იმ სახელმწიფოდან, სადაც ეს ნაწარმოებები, ფონოგრამები ან ვიდეოგრამები არასდროს ყოფილა დაცული, ან მათი დაცვა შეწყვეტილია.
ანალოგიურია, აგრეთვე სამრეწველო საკუთრების ობიექტის კონტრაფაქციული ეგზემპლარი.