7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

შა შე შვ ში შმ შპ შრ შტ შუ
შედ შეზ შეთ შეკ შემ შეს შეტ შეფ შეღ შეც შეძ

შედგენილ ნაწარმოებზე საავტორო უფლება

კრებულის ან სხვა შედგენილი ნაწარმოების ავტორს (შემდგენელს) ეკუთვნის საავტორო უფლება მასალის შერჩევაზე ან განლაგებაზე, რაც მისი ინტელექტუალურ შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს. შემდგენელი სარგებლობს საავტორო უფლებით იმ პირობით, თუ დაცულია ყველა იმ ნაწარმოების ავტორთა უფლებები, რომლებიც შესულია შედგენილ ნაწარმოებში.

შემდგენლის საავტორო უფლება ხელს არ უშლის სხვა პირებს დამოუკიდებლად განახორციელონ იმავე მასალის შერჩევა და განლაგება თავ-თავიანთ შედგენილ ნაწარმოებთა შესაქმნელად.

შედგენილ ნაწარმოებში შესულ ნაწარმოებთა ავტორებს უფლება აქვთ გამოიყენონ თავიანთი ნაწარმოებები შედგენილი ნაწარმოებებისაგან დამოუკიდებლად, თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9