7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

ლა ლე ლი ლო ლუ
ლიბ ლიგ ლივ ლით ლინ ლირ ლის ლიტ ლიც

ლიტერატურული ნაწარმოები

საავტორო უფლების ობიექტი, რომელიც არის ინტელექტუალური შემოქმედების შედეგი და როგორსაც წარმოადგენს, მაგალითად, რომანი, ნოველა, ლექსი და ა. შ.

ბერნის კონვენციის თანახმად ტერმინი “ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოები” მოიცავს ყველა ნაწარმოებს ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში, როგორი და რა «ხერხით (ფანტასტიკა, დეტექტივი და ა. შ.), მოცულობით, მიზნით (განათლება, გართობა, ინფორმაცია, რეკლამა, პროპაგანდა და ა. შ.) და ფორმითაც (ხელნაწერი, დაბეჭდილი, გაზეთი, ჟურნალი, წიგნი, ბროშურა, სტატია, კომპიუტერული პროგრამა, მონაცემთა (ცოდნის) ბაზა და ა. შ.) არ უნდა იყოს გამოხატული, მიუხედავად მათი ღირებულებისა, დანიშნულებისა, სილამაზისა ან ემოციური ზემოქმედებისა.

ასეთ ნაწარმოებებს გარდა ზემოთ აღნიშნულისა მიეკუთვნება:

დრამატული, ქორეოგრაფიული და სხვა ანალოგიური ნაწარმოებები;

მუსიკალური ნაწარმოები ტექსტით და უტექსტოდ;

კინემატოგრაფიული ნაწარმოები;

ფერწერული, გრაფიკის, არქიტექტურული, ლითოგრაფიის და სხვა ანალოგიური ნაწარმოები; ფოტოგრაფიული ნაწარმოები; გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოები:

ილუსტრაციები, გეოგრაფიული რუკები, ესკიზები, გეგმები და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც მიეკუთვნებიან გეოგრაფიას, ტოპოგრაფიას, არქიტექტურას ან სხვა მეცნიერებებს.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9