კონტრაფაქციის ერთ-ერთი სახე, როდესაც ხდება საავტორო სამართლის რომელიმე ობიექტის მითვისება, წარდგენა, გასაღება, როგორც საკუთარი ობიექტისა მისი მთლიანი, ნაწილობრივი, გადაკეთებული ფორმით ან კონტექსტით.
რაც ნიშნავს ამ ობიექტის გამოყენებას ავტორის დასახელების (მითითების) გარეშე.
მაგ., ლიტერატურული ქურდობა, სხვისი ნაწარმოების მითვისება, საკუთარ ნაშრომში სხვისი ნაწარმოების გამოყენება ავტორის მითითების გარეშე.