7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

ლა ლე ლი ლო ლუ
ლიბ ლიგ ლივ ლით ლინ ლირ ლის ლიტ ლიც

ლიცენზია

უფლების გაცემა ამა თუ იმ ობიექტის გამოყენებაზე, ხელშეკრულების საფუძველზე. ლიცენზია შეიძლება იყოს საპატენტო, უპატენტო (დაცვის მიხედვით). ლიცენზიის სახეობებია: მარტივი, სრული, განსაკუთრებული.

აგრეთვე ღია, იძულებითი, ჩვეულებრივი, ოფიციალური (იხ. სალიცენზიო ხელშეკრულება).

ყველა სახის ლიცენზია, რომელიც ეხება სამრეწველო საკუთრების ობიექტებს, ფორმდება წერილობითი ხელშეკრულების სახით და რეგისტრაციაში ტარდება “საქპატენტში”.

მისი მოქმედების ვადა არ აღემატება სამრეწველო საკუთრების ობიექტის დაცვის მოქმედების ვადას. ინფორმაცია გაცემული ლიცენზიის შესახებ ქვეყნდება ოფიციალურ ბიულეტენში.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9