ლიცენზიის მიმღები პირი. მხარე, რომელიც იღებს ლიცენზიარისაგან ობიექტის გამოყენებაზე უფლებას სალიცენზიო ხელშეკრულებით. ლიცენზიატს უფლება არა აქვს გადასცეს ლიცენზია ან გასცეს ქველიცენზია. ლიცენზიის გაცემა სხვა პირზე შეიძლება სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე.
სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს პირობას იმის თაობაზე, რომ ლიცენზიატის საქონლის ხარისხი არ იქნება ლიცენზიარის საქონლის ხარისხზე ნაკლები.
ამავე ხელშეკრულებაში შეიძლება აღნიშნულ იქნეს, რომ ლიცენზიარს ეძლევა უფლება განახორციელოს კონტროლი ზემოთ აღნიშნული პირობის შესრულებაზე.