შეთანხმება სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო კლასიფიკაციის (სნსკ) დაწესების შესახებ. შეთანხმება ამოქმედდა 1971 წლის 27 აპრილიდან.
ამ შეთანხმებით ჩამოყალიბდა სპეციალური კავშირი (ლოკარნოს კავშირი), სადაც შედიან შეთანხმების მონაწილე ყველა ქვეყანა. შეთანხმების საფუძველზე:
მონაწილე ქვეყნების სამრეწველო ნიმუშების დაცვის უწყებებმა, ნიმუშის რეგისტრაციის ოფიციალურ დოკუმენტებში და პუბლიკაციებში უნდა შეიტანონ სამრეწველო ნიმუშის შესახებ ლოკარნოს კლასიფიკაციით დაწესებული კლასები და ქვეკლასები, რომლებსაც მიეკუთვნება ესა თუ ის სამრეწველო ნიმუში.
ლოკარნოს კლასიფიკაციის გამოყენება შეიძლება როგორც ძირითად, ასევე დამხმარე სისტემის სახით.