7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

ობ ოდ ოთ ოლ ომ ონ ოპ ორ ოფ
ოფე ოფი ოფო ოფპ ოფს ოფც

ოფიციალურ დოკუმენტის პროექტზე ავტორობის უფლება

ოფიციალური დოკუმენტების, სიმბოლოებისა და ნიშნების პროექტებზე ავტორობის უფლება ეკუთვნის პროექტის შემქმნელს. დამმუშავებელს შეუძლია მიუთითოს თავისი სახელი, თუ ამის წინააღმდეგი არ იქნება ის ორგანო, რომელმაც დაავალა პროექტის შემუშავება.

კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია პროექტის გამოყენება, მისი შემქმნელის თანხმობის გარეშე, თუ ეს პროექტი გამოქვეყნებული იქნა ავტორის მიერ ან გადაეცა შესაბამის ორგანოს.

პროექტებში შეიძლება შეტანილ იქნეს დამატებები, შესწორებები იმ ორგანოს მიერ, რომელიც ახორციელებს მათ მომზადებას. ამავე ორგანოს უფლება აქვს, პროექტის მოწონების შემდეგ, გამოიყენოს ისინი შემქმნელის სახელის მითითების გარეშე.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9