7
A B C D E F G H I K L M N O P R S T U V W Z
У

ობ ოდ ოთ ოლ ომ ონ ოპ ორ ოფ
ორა ორგ ორდ ორი ორკ ორმ ორნ

ორიგინალობის ექსპერტიზა

საქართველოს 1992 წლის სასაქონლო ნიშნების შესახებ დებულების თანახმად, “საქპატენტის” მიერ ჩატარებული ექსპერტიზა სასაქონლო ნიშნის ორიგინალობაზე. შემოწმება ტარდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი სასაქონლო ნიშნის მსგავსებასა და იდენტურობაზე, რეგისტრირებულ ან საყოველთაოდ აღიარებულ სხვა სასაქონლო ნიშნების მიმართ. ექსპერტიზა ამოწმებს სარეგისტრაციოდ წარდგენილ სასაქონლო ნიშანს იმ სიმბოლოების მიმართ, რომელთა რეგისტრაცია კანონით დაუშვებელია, აგრეთვე ცნობილი საფირმო სახელწოდების მიმართ.

სიტყვიერი, გამოსახულებითი, კომბინირებული და მოცულობითი სასაქონლო ნიშნების იდენტურობაზე და მსგავსებაზე ექსპერტიზის ჩატარებისას განცხადებული სასაქონლო ნიშანი უნდა შეედაროს: სიტყვიერი – სიტყვიერ, კომბინირებულ ნიშნებს;

გამოსახულებითი – გამოსახულებით, კომბინირებულ და მოცულობით სასაქონლო ნიშნებს; კომბინირებული – კომბინირებულ, გამოსახულებით, მოცულობით და სიტყვიერ სასაქონლო ნიშნებს, მოცულობითი – მოცულობით, გამოსახულებით, კომბინირებულ სასაქონლო ნიშნებსა და საპატენტო უწყებაში რეგისტრირებულ სამრეწველო ნიმუშებს.

Source: ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი: საავტორო სამართალი TP, სამრეწველო საკუთრება TM SM / [რედ.: სერგო ჯორბენაძე და სხვ.]. თბ. : სამართალი, 1998 (ბ.ს. კომბ-ტი)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9